Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მორატი:“ კონტეს მძიმე ხასიათი აქვს“

ინტერის ყოფილმა პრეზიდენტმა ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე და ანტონიო კონტეზე ისაუბრა.

„ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო. როგორც აღმოჩნდა, ინტერი საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდა, თუმცა მათ მეტის გაკეთება შეეძლოთ.

„მეორეს მხრივ, ახლა გუნდს მთელი ყურადღების გადატანა სერია ა-ზე შეუძლიათ, სადაც საქმე შედარებით კარგად მიდის და ვფიქრობ, კონტეს სკუდეტოს მოგება შეუძლია.

„მილანი ძალიან კარგ სეზონს ატარებს. გუშინაც კი, მათ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ასეთი შეხვედრები ყველა გრანდს აქვს, როდესაც გეგმა არ მუშაობს და ქულის გადარჩენა ძალიან კარგი შედეგია.

„გუშინდელმა მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანისთვის.

„ერიქსენი ? მისი თამაშის შეფასება შეუძლებელია, რადგან კრისტიანი საკმარის დროს მოედანზე არ ატარებს. ყველამ ვიცით, რომ ის უნიჭიერესი ფეხბურთელია, თუმცა თუ კონტე მის გამოყენებას არ აპირებს, ჯობია დანიელმა გუნდი დატოვოს.

„კონტე გუნდზე ძალიან ბევრს ზრუნავს და მისთვის ბევრს აკეთებს, თუმცა მას რთული ხასიათი აქვს. მისი გუნდში მიყვანა ძალიან დიდი რისკი იყო, თუმცა რისკზე წასვლის გარეშე იუვენტუსს ვერ დაამარცხებ.“