Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მორატი:“ კონტე შესანიშნავად მუშაობს“

ინტერის ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ Radio 24-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ინტერისთვის გასულ თვეში მოგებული დერბი გადამწყვეტი იყო. მილანი ძალიან კარგად თამაშობს, თუმცა ინტერის უპირატესობა სატურნირო ცხრილში მათ ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს.

„ინტერს აქვს ინტელექტი და ხასიათი იმისთვის, რომ სკუდეტო მოიპოვოს.

„ანტონიო კონტე დიდებულ სამუშაოს ახორციელებს. მან მოახერხა და Suning-ის და ინტერის ფინანსური პრობლემებისგან გუნდი დაიცვა და მათი კონცენტრაცია მხოლოდ მოედანზე გადაიტანა.

„კონტე ინტერისთვის ახლა უბრალოდ მწვრთნელზე ბევრად მეტს ნიშნავს.

„ლუკაკუ ? სიმართლე რომ გითხრათ, მის ტრანსფერს სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ მე აშკარად ვცდებოდი. რომელუ ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელიც ბოლო წელიწადში ძალიან განვითარდა და წარმოუდგენელ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.“