Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მორატი:“ სიმონე ინძაგიმ სასიამოვნოდ გამაკვირვა“

ინტერის ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ნერაძურის თავკაცის სიმონე ინძაგის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„დღევანდელი ინტერის ყურებით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. სიმონე ინძაგიმ თავიდანვე დაგვანახა, რომ მისი გუნდი შემტევ ფეხბურთზე იქნებოდა ორიენტირებული და ინტერმა იმედები არ გაგვიცრუა, ისინი დღითი დღე უკეთესები ხდებიან.

„ძალიან მომწონს სიმონე ინძაგის მიდგომა, რომლის მიხედვითაც გუნდის თითოეული წევრი პროცესში ჩართულია და ისინიც კი, ვინც მოედანზე ბევრ დროს არ იღებენ, ყოველთვის მაქსიმალურად მოტოვირებულები არიან.

„ვფიქრობ, რომ ინტერი სატურნირო ცხრილს სრულიად დამსახურებულად ლიდერობს და სიმონე ინძაგი იმსახურებს, რომ ბენეამატას მეორე ვარსკვლავი მოუტანოს და გუნდის ისტორიაში შევიდეს.

„ლუკაკუს და ჰაკიმის წასვლის შემდეგ, ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ინტერი ასეთ ხარისხიან ფეხბურთს ითამაშებდა და კარგ შედეგებს დააფიქსირებდა, მაგრამ ინძაგი მის ხელში არსებულ რესურსს შესანიშნავად იყენებს.“