Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მორატი:“ Suning-ის ფინანსურ პრობლემებს ვერც კი წარმოვიდგენდი“

ინტერის ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატომ გუნდში არსებულ რთულ ფინანსურ სიტუაციაზე ისაუბრა.

„Suning-ის გუნდში მისვლის დროს ასეთ რამეს ვერც კი წარმოვიდგენდი. მათ ინტერის განვითარების ძალიან კარგი და ნათელი გეგმა ჰქონდათ, თუმცა პანდემიის შემდეგ მთელს მსოფლიოში ძალიან მძიმე ფინანსური სიტუაციაა და გამონაკლისი არც სუნინგი და ჟანგის ოჯახია, ამიტომ მათ სხვა გზა არ აქვთ.

„იმედი მაქვს, რომ გუნდის ახალი მფლობელები იგივე სტანდარტის მქონე ადამიანები იქნებიან, რომლებიც გუნდში კარგი პროექტით მოვლენ.“