Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მორატი:“ Suning-ი მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას გეგმავს“

ინტერის ყოფილმა პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ გუნდის ახლანდელ მფლობელებზე, ერიქსენზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ერიქსენი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჯერჯერობით ის იტალიურ ფეხბურთთან შეგუებას ვერ ახერხებს.

„ჩვენ მოთმინება გვმართებს, თუმცა ზღვარი ყველაფერს აქვს და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ინტერს მისი გაყიდვა მოუწევს.

„Suning-ს რაც შეეხება, მე მათი ძალიან დიდი იმედი მაქვს. ვიცი, რომ მათ გუნდში დიდი ინვესტიციის ჩადება აქვთ განზრახული და სურთ, რომ შესაბამისი შედეგებიც მიიღონ. ჩემი აზრით, თუ ინტერი კანტეს და კულიბალის დამატებას მოახერხებს, ისინი სკუდეტოს მოგებას მოახერხებენ.“

მორატიმ ლაუტარო მარტინესის და რომელუ ლუკაკუს შესახებაც ისაუბრა.

„ლაუტარომ ძალიან მოუმატა და ის გაცილებით მაღალი კლასის ფეხბურთელია, ვიდრე ინტერში გადასვლის დროს იყო. ლუკაკუ კი მსოფლიო დონის ფეხბურთელია, რომელიც ჩემს ინტერს შესანიშნავად მოერგებოდა.

„იუვენტუსმა ბოლო 9 სეზონში სკუდეტოს მოპოვება დაიმსახურა. მათ უფრო სრულყოფილი გუნდი ჰყავდათ როგორც ტალანტის, ასევე ფინანსური კუთხით და ჩემი აზრით, ფავორიტები მიმდინარე სეზონშიც ისინი არიან, მაგრამ ყველაფერი ანდრეა პირლოზეა დამოკიდებული.

„ნამდვილად არ მესიამოვნება, თუ ჩვენი პირდაპირი კონკურენტი ზედიზედ მე-10 სკუდეტოს მოიგებს და თუ გვსურს, რომ ამას ხელი შევუშალოთ, ინტერმა მათზე ძლიერი გუნდი უნდა ააშენოს.“