Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიოს ნიუკასლის ფეხბურთელი სურს

ჟოზე მოურინიომ რომას ხელმძღვანელობას ნიუკასლის გარემარბის ალან საინტ-მაქსიმინის გაფორმება სთხოვა.

ჯალოროსის ახალი თავკაცი შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს და მისი ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე სწორედ 24 წლის მარცხენა ვინგერია, რომელმაც მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მისი გაფორმება რომას დაახლოებით 25 მილიონი ევრო დაუჯდება.