Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიოს პრემიერ ლიგაში დაბრუნება უნდა

ბრიტანული მედიის ცნობით, რომას თავკაცს ჟოზე მოურინიოს გუნდის დატოვება და პრემეირ ლიგაში დაბრუნება სურს.

Daily Mail-ის ინფორამციით, პორტუგალიელი სპეციალისტი ჯალოროსის ხელმძღვანელობის მხრიდან სატრანსფერო ფანჯარაზე პასიურობის გამო უკმაყოფილოა და სეზონის ბოლოს გუნდის დატოვებას გეგმავს.

გამოცემის ცნობით, ჟოზეს პრიორიტეტი ჩელსიში დაბრუნებაა და პორტუგალიელის აგენტსა და ლონდონურ გუნდს შორის აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.