მოურინიოს რომაში დიბალას ხილვა სურს
იტალიური მედიის ინფორმაციით, რომას თავკაცმა ჟოზე მოურინიომ გუნდის ხელმძღვანელობას იუვენტუსის არგენტინელი ფორვარდის პაულო დიბალას გაფორმება სთხოვა.
ლა ხოია მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და მის მიმართ ინტერესი არაერთმა გუნდმა დააფიქსირა, მაგრამ ჯერჯერობით არგენტინელს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს და ჯალოროსის იმედი აქვს, რომ მის დარწმუნებას მოახერხებს.
Corriere dello Sport-ის ცნობით, თუ რომა ევროპა ლიგის საგზურს მოიპოვებს, რისი შანსიც ჯალოროსის როგორც სერია ა-ს, ასევე კონფერენს ლიგის მეშვეობით აქვს, გუნდის ხელმძღვანელობა არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას სერიოზულად დაიწყებს…