Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიოს რომაში დონარუმას ხილვა სურს…

ერთ თვეში ჯიჯო დონარუმა თავისუფალი აგენტი ხდება და იტალიური მედიის ინფორმაციით, მის გასაფორმებლად გამართულ ბრძოლაში რომაც ჩაერთო და ჯიჯოს ჟოზე მოურინიომ პირადად დაურეკა, თუმცა იტალიელმა კიპერმა ის რაიოლასთან გადაამისამართა.

დონარუამს გასაფორმებლად ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტად ბარსელონა და იუვენტუსი აქტიურობენ, მაგრამ იმის გამო, რომ მათ საკმაოდ ხარისხიანი კიპერები უკვე ჰყავთ, რომლებიც მსუყე თანხებს იღებენ, რაიოლას მოთხოვნილი 10 მილიონის გადახდა კიდევ ერთი კარის დარაჯისთვის ჯერჯერობით უჭირთ.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, დონარუმას რომაში ხილვა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ჯალოროსის ინტერესი არსებობს და მოურინიო მის დარწმუნებას შეეცდება.

გათიშვა