Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიოს რომაში ისკოს ხილვა სურს

ჟოზე მოურინიოს რომაში სამწვრთნელო საქმიანობა ჯერ არ დაუწყია, თუმცა ის გუნდის სატრანსფერო სამიზნეებს უკვე ეძებს და ესპანური მედიის ინფორმაციით, მისი ერთ-ერთი პირველი სამიზნე რეალის ისკო იქნება.

29 წლის შემტევი ნახევარმცველის კონტრაქტი ბლანკოსთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და ის ძირითადის ფეხბურთელად არ მოიაზრება, ამიტომ რეალს ფეხბურთელის გაყიდვა სურს და სხვადასხვა წყაროს ინფორამციით, ჯალოროსის მისი გაფორმება 25-30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.