Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ ასეთი გამარჯვება ორმაგად სასიამოვნოა“

ჟოზე მოურინიომ ტორინოსთან მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ტორინოს წინააღმდეგ უფრო უკნიდან გვეთამაშა, რადგან მათ სწრაფი ვინგერები ჰყავთ და ზედმეტ რისკზე წასვლა არ გვსურდა. ჩვენ უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ საბოლოო ჯამში ასეთი გამარჯვება უფრო მეტ სიამოვნებას მანიჭებს, რადგან ეს უფრო მეტ კონცენტრაციას, თავგანწირვას და გუნდურობას მოითხოვს. ჩვენ საკადრო პრობლემების გამო ბევრი რამის შეცვლა მოგვიწია, თუმცა ბიჭებმა ხასიათი გამოავლინეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

„ძანიოლო-აბრაჰამის დუეტი ? ისინი მოედანს მიღმაც კარგი მეგობრები არიან, რაც მათ უშუალოდ მატჩების დროსაც ეხამრებათ. ტამი უფრო ფიზიკური ფეხბურთელია, ძანიოლოს კი შესანიშნავი ტექნიკა აქვს და ისინი ერთმანეთს ძალიან კარგად ავსებენ, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს მაიორალის, შომუროდოვის და ფელიქსის პროფესიონალიზმი, რომლებიც შესაძლოა ყოველთვის არ თამაშობენ, მაგრამ ისინი გუნდის დასახმარებლად მზად არიან.

„სმოლინგი ? კრისტი ტოპ ფეხბურთელია, რომელსაც ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს და ბედნიერები ვართ, რომ ის დაგვიბრუნდა, თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მისი ტრავმების ისტორია გრძელია.

„ინტერთან მოახლოებული მატჩი ? ახლა მე მხოლოდ ბოლონიასთან შეხვედრაზე ვფიქრობ, შემდეგ კი ჩემს თავს ემოციურად შევამზადებ, რადგან ყველამ იცის, რომ ინტერი ჩემთვის უბრალოდ მორიგი მეტოქე არ არის.“