Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ დამსახურებული გამარჯვება…“

ჟოზე მოურინიომ ემპოლისთან მატჩის შესახებ ისაუბრა და ჯალოროსის თავკაცი გუნდის თამაშით კმაყოფილი ჩანდა.

„ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, სოლიდური და კომპაქტური გუნდის შთაბეჭდილება დავტოვეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ. დერბიში მძიმე მარცხის შემდეგ, გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 7 მატჩში 15 ქულა კარგი შედეგია.

„ძანიოლოს დატოვება ნაკრებს მიღმა ? ნიკოლომ ეს სიახლე მშვიდად მიიღო. მე მანჩინის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და ნიკოლომ იცის, რომ ლაციოსთან მომხდარი ინციდენტი აღარ უნდა განმეორდეს.

„როგორ ვუმკლავდებით ზეწოლას ? როდესაც ზედიზედ 3 მატჩში გავიმარჯვეთ, მედიაში ჩვენ უკვე სკუდეტოს ფავორიტებად გვნათლავდნენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს და პროცესში სირთულეები აუცილებლად შეგვექმნება.

„დღეს მე მოავხერხე და ახალგაზრდა ფეხბურთელებს თამაშის საშუალება მივეცი, რაც ძალაინ მახარებს. ჩვენ სხვა გუნდების მსგავსად ისეთი ფუფუნება არ გვაქვს, ინტერის მსგავსად მოედანზე ჯეკო, ვიდალი და სხვა გამოცდილი ფეხბურთელები ჩავრთოთ, ამიტომ ახალგაზრდა მოთამაშეები შესაბამისად უნდა გამოვიყენოთ.“