Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ ეს ჩვენთვის ფინალის ტოლფასია“

რომას თავკაცმა ჟოზე მოურინიომ კონფერენს ლიგაზე ზორიასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ეს ჩვენთვის ფინალის ტოლფასია. თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, მომდევნო ეტაპზე გავალთ, მარცხი ტურნირს გამოგვთიშავს, ფრე კი ჩვენს ბედს ჩვენსავე ხელში ტოვებს.

„კონფერენს ლიგასა და სერია ა-ში პარალელურად თამაში რთულია, მაგრამ ეს არის პრობლემა, რომლის ქონაც ჩვენ გვსურს, ამიტომ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ.

„სასტარტო შემადგენლობა ? ჩვენ დაუსრულებელი ტრავმების გამო ფეხბურთელებს იმ პოზიციებზე ვათამაშებთ, რომლებზეც მათ ფაქტობრივად არანაირი გამოცდილება არ აქვთ.

„ხვალ ჩვენ უფრო მეტი ბალანსის ქონას ვეცდებით და ვერეტუს ვათამაშებთ. ასევე არ არის გამორიცხული ვინას სასტარტოში ხილვა, რომელმაც გუნდთან ერთად ივარჯიშა.

„აბრაჰამი ? მე მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. ის გუნდისთვის ძალიან ბევრს მუშაობს და არც დაცვაში თამაშს ერიდება, როდესაც ჩვენ ეს გვჭირდება

„მან რომაში გადმოსვლის შემდეგ ისწავლა, თუ რას ნიშნავს იყო გუნდური ფეხბურთელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის გოლების გატანას აუცილებლად დაიწყებს.

„შემიძლიათ გითხრათ, რომ ხვალ რუი პატრისიო და ძანიოლო ითამაშებენ.“