Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ ზოგჯერ ფეხბურთი ნაბი…რია…“ – მოურინიო ვეინალდუმის ტრავმას გამოეხმაურა

რომას თავკაცი ჟოზე მოურინიო სოციალური ქსელის მეშვეობით ჯინი ვეინალდუმის ტრავმას გამოეხმაურა.

31 წლის ფეხბურთელმა წვივის ძვლის მოტეხილობა გუშინ, ვარჯიშის დროს, ფელიქს აფენა-ჯანთან შეჯახების შემდეგ მიიღო.

„ზოგჯერ ფეხბურთი ნაბი… მხოლოდ 2 კვირაში, გინი ერთ-ერთი ჩვენთაგანი გახდა არა მისი საფეხბურთო ნიჭის გამო, რომლის ხარისხი ყველამ კარგად ვიცით, არამედ თავისი ადამიანური მახასიათებლების დამსახურებით.

„სამწუხაროდ, ძალიან სამწუხარო ინციდენტის შემდეგ ის ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაგვეხმარება.

„მაგრამ ეს ფეხბურთია, რომელიც ზოგჯერ ასე გექცევა. ყველა, რომლებიც ამბობენ, რომ ამაში დამნაშავე ისეთი შესანიშნავი და ნიჭიერი ბიჭია, როგორც ფელიქსი, ნამდვილი ნაძირალაა.

„მოდით, დღეს ჩვენ ერთად დავდგეთ და გავიმარჯვოთ როგორც ვეინალდუმისთვის, ასევე აფენა-ჯანისთვის…“