მოურინიო:“ იბრა ბოლო 20 წლის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია“
ლეგენდარული ჟოზე მოურინიოს აზრით, ჩემპიონთა ლიგის მოგება აუცილებელი არ არის, რომ მწვრთნელი ან ფეხბურთელი ისტორიაში გამარჯვებულად შევიდეს და მაგალითისთვის მან ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოიყვანა.
„გამარჯვება ისტორიის დაწერას ნიშნავს, მაგრამ არიან დიდებული მწვრთნელები და ფეხბურთელები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგა არ მოუგიათ. ჩემთვის ბოლო 20 წლის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩია.
„ის 39 წლის ასაკშიც კი ფანტასტიკურ ფეხბურთელად რჩება და მას ჩემპიონთა ლიგა მოგებული არ აქვს. ასეთი რამ ხდება ხოლმე და ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ცუდი ფეხბურთელი ან მწვრთნელი ხარ. ჩემი აზრით, მწვრთნელისთვის მთავარი ტოპ ჩემპიონატებში წარმატების მიღწევა უფროა.“