Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ ინტერი ჩვენზე ძლიერია, მათ გამარჯვება დაიმსახურეს“

რომას თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ინტერთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ინტერი ზოგადად რომაზე ძლიერია, სხვაობა კი იმ დანაკლისის ფონზე, რომელიც ჩვენ დღეს გვქონდა, კიდევ უფრო ნათელი ხდება.

„დღეს კორონა ვირუსის, ტრავმების და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების ფონზე, ჩვენ ძალიან ლიმიტირებულები ვიყავით, რაც გუნდის თამაშსაც დაეტყო.

„შეტევითი პოტენციალი ძალიან ცოტა გვქონდა, ჩვენ 3 მომენტი შევქმენით და ვერც ერთი მათგანის გამოყენება ვერ მოვახერხეთ. ინტერმა დღეს დამსახურებული 3 ქულა მოიპოვა.

„დაცვას რაც შეეხება, მართალია ჩვენ პრობლემების გამო ექსპერიმენტები მოგვიწია, მაგრამ ასეთ გოლებს გუნდი არ უნდა უშვებდეს.

„მსაჯი ? დღეს მსაჯთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მისმა ქმედებებმა საბოლოო შედეგზე გავლენა არ იქონია. სამწუხაროდ ჩვენ ყველაზე უდისციპინო გუნდი ვართ, რომელიც ყველაზე მეტ ყვითელს იღებს.“