Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ ინტერსა და რომას შორის ძალიან დიდი სხვაობაა“

რომას თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ატალანტასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ხვალ ჩვენი მეტოქე იქნება გუნდი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შესანიშნავ ფეხბურთს თამაშიბს და წარმოუდგენელ შედეგებს აჩვენებს.

„ჩემსა და გასპერინის შორის ძალიან დიდი სხვაობაა, რადგან ის ატალანტას სათავეში უკვე 6 წელია იმყოფება, მე კი რომა მხოლოდ 6 თვის წინ ჩავიბარე.

„ეს მხოლოდ გაცილებით მეტი სავარჯიშო სესია არ არის, გასპერინის 12 სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა იმისთვის, რომ თავისთვის იდეალური გუნდი ჩამოეყალიბებინა, მე კი მხოლოდ ჯერ 1.

„ატალანტა ძალიან კარგი, სტაბილური გუნდია. მე მათ ვიცნობდი როგორც საშუალო დონის გუნდს, თუმცა ახლა ბერგამოელები ყოველ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ და სკუდეტოსთვის ბრძოლაზეც არ ამბობენ უარს.

„რომას ჰყავს ახალი მფლობელები, რომლებიც ჩემი აზრით შესანიშნავად მუშაობენ. მე კარიერის უმეტესობა გავატარე ისეთ გუნდებში, რომლებიც არა ხვალინდელი გუნდის აშენებას, არამედ დღეს გამარჯვებას ითხოვდნენ, რომაში კი ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელიც მომავალზე არის გათვლილი.

„გუნდებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა, მაგრამ მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენ გამარჯვება შეგვიძლია. ფეხბურთში გამორიცხული არაფერია, ჩვენ კი ძალიან კარგი და ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს და გუნდური სულისკვეთების გამოყენებით, ჩვენ გამარჯვების შანსი აუცილებლად გვექნება.

„საშუალება რომ მქონდეს, ბერგამოში ფრეს ხელს არ მოვაწერდი, რადგან მე და ჩემს გუნდს ასეთი გამოწვევების მიღება გვსურს, რაც ჩვენ განვითარების საშუალებას მოგვცემს.

„ტრავმირებულები ? საბენდიეროდ კრის სმოლინგის დაზიანება სერიოზული არ გამოდგა და ის თამაშს მოახერხებს, ჯანლუკა მანჩინი და ნიკოლო ძანიოლო კი დისკვალიფიკაციიდან გვიბრუნდებიან. ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა როჯერ იბანესი.“