Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ იტალიამ ფინალში თამაში დაიმსახურა“

რომას თავკაცის ჟოზე მოურინიოს აზრით, აძურის ნაკრებმა ფინალში გასვლა დაიმსახურა, მაგრამ გუნდმა ესპანეთთან თავისი საუკეთესო თამაშის ჩვენება ვერ მოახერხა.

„ასეთი რანგის თამაშის პენალტებში წაგება ყოველთვის ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. იტალია ზეწოლას უკეთ გაუმკლავდა, ეს ორი შესანიშნავი გუნდის დაპირისპირება იყო მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველთვის ის იმარჯვებს, ვინც იმსახურებს.

„ესპანეთმა გამოკვეთილი ცხრიანის გარეშე თამაშით მცველები ძალიან დააბნია, მათ არ ჰყავდათ სამიზნე, რომელიც უნდა ჩაეკეტათ. ოლმომ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, ესპანეთმა ბურთის დაჭერა მოახერხა და მათ იტალიას დიდი პრობლემები შეუქმნეს.

„იტალიამ მომდევნო ეტაპზე გასვლა დაიმსახურა, მაგრამ მათ ისეთივე კარგი შეხვედრის ჩატარება ვერ მოახერხეს, როგორც ამ ტურნირზე ჩვენ მათ მიგვაჩვიეს. ევროპის ჩემპიონატის სტარტიდან ჟორჟინიო-ვერატი-ბარელას ტრიო დიდებულად გამოიყურებოდა, მაგრამ გუშინ ესპანეთმა ნახევარდაცვაში იტალიას აჯობა.

„სპინაცოლა ? ლეონარდო სამწუხაროდ იანვრამდე ვერ ითამაშებს, ის ჩვენთვის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალი ტრანსფერივით იქნება.“