Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ იტალია ესპანეთზე ძლიერია. სპინაცოლა ?…“

რომას თავკაცმა ჟოზე მოურინიომ იტალია – ესპანეთის მოახლოებულ მატჩზე და სპინაცოლას ტრავმაზე ისაუბრა.

„მთელი იტალია ნაკრების გვერდში დგას და მიუხედავად იმისა, რომ მე რომის სამწვრთნელო ბაზაზე სავალდებულო კარანტინში ვიმყოფები, აქაც კი ვგრძნობ, თუ რამდენად დიდია ენთუზიაზმი და მხარდაჭერა ნაკრების მიმართ.

„იტალია ევროპაზე შესანიშნავად გამოიყურება, თუმცა აძური ტურნირამდეც შესანიშნავად ასპარეზობდა. გუნდში გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების შესანიშნავი ბალანსია და ისინი ერთანეთს უკვე კარგად იცნობენ. ბონუჩი და კიელინი ერთად ახვეული თვალებით ითამაშებდნენ.

„მათ სპინაცოლა დაკარგეს, რაც როგორც მთელი იტალიისთვის, ასევე ჩვენთვის, რომასთვისაც ძალიან ცუდი სიახლეა, რადგან გუნდის ერთ-ერთი ლიდერი 6 თვე არ გვეყოლება.

„იტალიამ ლეონარდოს სახით ძალიან ძლიერი ფეხბურთელი დაკარგა. ემერსონი კარგი და გამოცდილი ფეხბურთელია, მაგრამ სპინაცოლა შესანიშნავ სეზონს ატარებდა.

„სპინაცოლას დღეს ვესაუბრე და მან მითხრა, თუ რამდენად დიდი თავდაჯერებულობა სუფევს იტალიის ნაკრებში. მე ესპანეთს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი იტალიის დონეზე არ არიან. მე არ ვამბობ, რომ იტალია 100 პროცენტით ფინალშია, მაგრამ ჩემი ფავორიტი სწორედ აძურია.

„იტალიის ნახევარდაცვა ? ჟორჟინიო, ბარელა, ვერატი, ლოკატელი… მათ ნახევარდაცვაში წარმოუდგენელი ტალანტი აქვთ. იმობილე და ბელოტი ჯერჯერობით საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებენ, მაგრამ ინსინიეს და კიეზას წყალობით აძურის პრობლემები არც შეტევაში აქვთ.“