Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ იტალია მინიმუმ ნახევარფინალს ითამაშებს“

რომას ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა.

„იტალიის ნაკრებში ჩემს ფეხბურთელებს სპინაცოლას, კრისტანტეს და პელეგრინის ყურადღებით დავაკვირდები.

„ვფიქრობ, რომ იტალიას ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს, რომელშიც გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი მიქსია, რომლებმაც იციან, თუ როგორ უნდა მოიგონ.

„რობერტო მანჩინი შესანიშნავი მწვრთნელია, რომელმაც 20 წელი ევროპის ტოპ ლიგებში გაატარა, ამიტომ მას შეუძლია, რომ იტალიის ნაკრების ტალანტი სრულად გამოიყენოს.

„აძურის ყველა სხვა საჭირო თვისებებთან ერთად, ტაქტიკის შესანიშნავი ცოდნა ეტყობა და ვფიქრობ, რომ იტალია მინიმუმ ნახევარფინალში ითამაშებს.“

გათიშვა