Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ მომდევნო სეზონის სტარტს მოუთმენლად ველოდები“

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჟოზე მოურინიო მომდევნო სეზონიდან რომას მწვრთნელი გახდება. (დეტალები იხილეთ აქ)

ამ თემასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი თავად ‘გამორჩეულმა’ გააკეთა.

„მინდა ფრიდკინების ოჯახს უდიდესი მადლობა გადავუხადო, რომ ასეთ დიდებულ გუნდში მუშაობის საშუალება მომცეს.

„რომას მფლობელებთან შეხვედრისთანავე გავაცნობიერე, თუ რამდენად ამბიციური მიზნები აქვს რომას.

„რომას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ქომაგები ჰყავს და ეს ჩემი გუნდში მოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. ერთი სული მაქვს, თუ როდის დავიწყებ მუშაობას და იმედი მაქვს, რომ იმ დროისთვის სტადიონზე ქომაგებსაც ვიხილავთ.

„სეზონის ბოლომდე კი მინდა პაულო ფონსეკას დარჩენილ მატჩებში წარმატებები ვუსურვო და კოლეგის მიმართ უდიდესი პატივისცემის გამო, სეზონის დასრულებამდე კომენტარებისგან თავს შევიკავებ. Daje Roma!”

გათიშვა