Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ მსაჯების დასჯა ჩვენ ქულებს არ დაგვიბრუნებს“

რომას თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ვენეციასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და საუბარი მსაჯების თაობაზე დაიწყო.

ფიორენტინასთან მატჩში VAR-ის არბიტრის ლუკა ბანტის შეცდომის გამო, ჯალოროსის კარში 11-მეტრიანი დაინიშნა, ბარტის კი სეზონის ბოლომდე დაშვებული შეცდომის გამო დისკვალიფიკაცია მიესაჯა.

„ჩვენ უკვე დავიღალეთ იმით, რომ ჩვენს წინააღმდეგ დაშვებული შეცდომების გამო მსაჯები დისკვალიფიკაციით ისჯებიან. ეს შეცდომის აღიარებაა, მაგრამ ჩვენ ამით ქულები არ დაგვიბრუნდება.

„მოვადუნეთ თუ არა ყურადღება სერია ა-ში კონფერენს ლიგის ფინალის გამო ? არა, ჩვენ ნებისმიერ მატჩში გამარჯვება გვიდნა და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ჩვენი მეტოქე, თუმცა პრობლემა არის ის, რომ ჩვენი კონკურენტებისგან განსხვავებით, რომას კვლავ კვირაში 3 შეხვედრის გამართვა უწევს, როტაციის საშუალება კი ფაქტობრივად არ გვაქვს და გასაკვირი არ არის, რომ ბიჭებს ზოგჯერ ენერგიის ნაკლებობა ეტყობათ.

„სერია ა-ში ჩვენი მიზანი მე-5 ან მე-6 პოზიციის დაკავებაა, რაც მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე თამაშის შესაძლებლობას მოგვცემს, კონფერენს ლიგის ფინალში კი რა თქმა უნდა გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.“