Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ ნახევარდაცვაში სერიოზული პრობლემები გვაქვს“

ჟოზე მოურინიომ ტორინოსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ჩვენ წინ კიდევ ერთი ურთულესი მატჩი გველოდება გუნდის წინააღმდეგ, რომელიც დაცვაში ძალიან ორგანიზებულია და მათ ნახევარზე სივრცეების პოვნა მარტივი არ არის. ჩვენ ვიცით, რომ შექმნილი მომენტები მაქსიმალურად კარგად უნდა გამოვიყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასურველი შედეგის მოპოვება გაგვიჭირდება.“

რომას ბრაიან კრისტანტეს, გონსალო ვილარის და ჟორდან ვერეტუს გარეშე მოუწევს თამაში.

„საბედნიეროდ დაცვაში სიტუაცია გამოსწორდა, მაგრამ ახლა პრობლემები ნახევარდაცვაში გვაქვს. ჩვენ 3 ფეხბურთელი გვაკლია, საიდანაც 2 ძირითადის წევრია, ერთი კი ხარისხიანი შემცვლელი.

„სამწუხაროდ ამ მატჩშიც მოგვიწევს, რომ ფეხბურთელებმა თავისთვის უჩვეულო პოზიციებზე ითამაშონ, არ არის გამორიცხული, რომ ჯანლუკა მანჩინი ნახევარდაცვაში ვიხილოთ.

„მაგალითისთვის ძანიოლოს დაცვაში, ვინას კი ფორვარდად თამაშს ვერ მოსთხოვ, მაგრამ საბედნიეროდ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც სხვადასხვა ამპლუის შეთავსება შეუძლიათ და ეს ასეთ რთულ მომენტებში ძალიან გვეხმარება.“

ტორინოსთან მატჩი ოლიმპიკოზე სავარაუდოდ სრული ანშლაგით ჩაივლის.

„მე ვიცოდი, რომ რომას ქომაგები გუნდის სიყვარულით გამორჩეულები იყვნენ. მათ ჩვენგან როგორც გამარჯვებები, ასევე ცუდი მატჩები და არაერთი მარცხიც იხილეს, თუმცა მათი მხრიდან მხარდაჭერას ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“