Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ რაც კიელინიმ საკას გაუკეთა აძურის დაცვის სოლიდურობაზე მიუთითებს“

რომას თავკაცმა ჟოზე მოურინიომ კიელინის და საკას ეპიზოდზე კომენტარი გააკეთა და აძურის დაცვა კიდევ ერთხელ შეაქო.

„რაც კიელინიმ საკას გაუკეთა ყველაფერის მაჩვენებელია. მან თამაშში მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა, რითიც საკამ ისარგებლა, თუმცა ჯორჯომ თავისი მოქმედებით მას უთხრა:“ შენ არსად მიდიხარ, შენ ჩემთან რჩები, ეს მაისური ჩემია.“

„ჯორჯომ ყოველთვის იცის, თუ რა უნდა გააკეთოს ამა თუ იმ სიტუაციაში. ის ტოპ მცველი და უჭკვიანესი ბიჭია. რამდენიმე წლის მანჩესტერში მუშაობის დროს მე იუენტუსთან თამაში მომიწია და შეხვედრის დასრულების შემდეგ ვთქვი, რომ ბონუჩი-კიელინის დუეტი დაცვასთან დაკავშირებით ლექციებს უნდა კითხულობდეს.

„მას შემდეგ წლები გავიდა და მათ იგივეს კეთება კიდევ შეუძლიათ. შესაძლოა ჯორჯოს იგივეს გაკეთება 3 დღეში ერთხელ გაუჭირდეს, რადგან მას დასვენება სჭირდება, მაგრამ ორივე მათგანი უმაღლეს დონეზე თამაშისთვის მზად არიან.“