Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ რომას ინტენსიობა აკლდა…“

ჟოზე მოურინიომ სამპდორიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„პირველ ნახევარში ჩვენ ყველა ასპექტში ცუდი მატჩი გვქონდა. გუნდს კონცენტრაცია არ ეტყობოდა, ინტენსიობა აკლდა და ბურთს ძალიან მარტივად კარგავდა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც გუნდს ამოძრავებდა, ლოკატელი იყო.

„მეორე ნახევარში თამაში საგრძნობლად გამოვასწორეთ, მომენტები შევქმენით და გოლიც გავიტანეთ, თუმცა ჩვენ უფრო კლინიკურები უნდა ვყოფილიყავით და სხვაობა გაგვეზარდა, რისი გაკეთებაც ვერ მოვახერხეთ და დავისაჯეთ.

„აბრაჰამის ტრავმა ? მე მხოლოდ სისხლი დავინახე, მას სიარული უჭირდა. არ ვფიქრობ, რომ მისი ტრავმა სერიოზულია, თუმცა საბოლოოდ გასაგებად მოცდა მოგვიწევს.“