Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ რომას ფეხბურთელებს სუსტი მენტალიტეტი აქვთ“

ჟოზე მოურინიომ იუვენტუსთან დაძაბულ მატჩში მარცხი ფეხბურთელების მენტალიტეტს დააბრალა.

„ჩვენ მატჩის 70 წუთს სრულიად ვაკონტროლებდით. გუნდმა ამ პერიოდში ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა. ბიჭები გეგმას ძალიან კარგად ასრულებდნენ და როგორც ტემპს, ასევე ინიციატივას სწორედ ჩვენ ვფლობდით.

„საწყენი არის ის, რომ ისეთი ძლიერი ხასიათის და მენტალიტეტის მქონე გუნდის წინააღმდეგ, როგორიც იუვენტუსია, მოდუნება არ შეიძლება, 3-2-ს შემდეგ კი ჩვენ შეშინებულები ვიყავით, ეს სუსტი მენტალიტეტის ბრალია.

„ნაილსის ძირითადში დაყენება ? შემადგენლობის მხრივ ჩვენ ლიმიტირებულები ვართ, ამიტომ მისი ძირითადში დაყენება მოგვიწია.“