Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ რომას ძლიერი მენტალობა სჭირდება“

რომას თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ბოლონიასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„წინ კიდევ ერთი რთული დაპირისპირება გველოდება, რომელსაც ჩვენ შესაბამისი ხასიათით და მონდომებით უნდა შევხვდეთ. ჩვენ ძლიერი მენტალიტეტი გვჭირდება, რომ ასეთ დატვირთულ კალენდარს მომზადებულები შევხვდეთ.

„მინდა იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევათ, მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი ბევრს მუშაობენ და ყოველთვის მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში გუნდს დაეხმარონ.

„არის თუ არა ჩემპიონთა ლიგის საგზური ჩვენი მიზანი ? ატალანტა, მილანი, ინტერი და ნაპოლი ახლა ცხრილის სათავეში დამსახურებულად არიან, თუმცა წინ რთული სეზონი გველოდება, რომლის მსვლელობისას ტრავმები, დისკვალიფიკაცია და სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევები ბევრი იქნება. რომელი გუნდიც მეტოქეების პრობლემებს უკეთ გამოიყენებს, სასურველი შედეგის მიღწევა უფრო გაუადვილდება.

„სმოლინგი ? ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და არ ვაპირებთ, რომ გავრისკოთ. ჩვენ კუმბულა, მანჩინი და იბანესი გვყავს, ამიტომ ამის საჭიროება არ გვაქვს. მე ხვალ გადავწყვეტ, მატჩის წინ გადავწყვეტ, ითამაშებს თუ არა ის ბოლონიას წინააღმდეგ.

„სასტარტო შემადგენლობა ? მე ჯერ ისიც კი არ ვიცი, ვინ იქნება ჩემს განკარგულებაში, რადგან კორონა ვირუსის გამო ყველაფერი მომენტალურად იცვლება.“