Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ რომაში ბევრი სამუშაოა და ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება სეზონი“

რომას ახალმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჯალოროსის მიზნებზე და სუპერ ლიგაზე ისაუბრა.

„რომას მფლობელებმა ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს. ისინი ჩემს დარწმუნებას ყველა ხერხით ცდილობდნენ და მე მაქვს გრძნობა, რომ ჩვენ ერთად ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ.

„რომაში ძალიან ბევრი სამუშაოა გასატარებელი და ფრიდკინებთან მე ამ თემაზე უკვე ვისაუბრე, თუმცა მათი საქმისადმი მიდგომა და ენერგიულობა ძალიან კარგი სანახავი იყო. რომა ჩემი მომავალია და ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება სეზონი.

„სუპერ ლიგა ? ყველამ იცოდა, რომ ეს პროექტი მზადების პროცესში იყო და ადრე თუ გვიან, მისი შექმნა მოხდებოდა. ფეხბურთის ქომაგების რეაქციამ ამ ყველაფერზე ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და კიდევ ერთხელ დავინახეთ, თუ რამდენად დიდი ადგილი უკავია ფეხბურთს ქომაგების ცხოვრებაში.“