Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ რომაში ტიტულების მოგება მსურს“

რომას თავკაცმა ჟოზე მოურინიომ Esquire-სთან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ჯალოროსის რიგებში ტიტულების მოპოვებას მოახერხებს.

„ადრე რომას როგორც ტურისტი, ისე ვეწვიე, ახლა კი მე ისტორიული მონუმენტების გარემოცვაში ვმუშაობ და ეს შესანიშნავი გამოცდილებაა.

„როგორ განვითარდი გასულ 10 წელიწადში ? ვფიქრობ, რომ მე ყველა მხრივ უფრო განვითარებული ვარ. თუ მწვრთნელი პროგრესირებას შეწყვეტს, ეს იმის მანიშნებელია, რომ მან ფეხბურთისადმი ვნება დაკარგა და მისი წასვლის დროა.

„მე მწვრთნელობა ახლა უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე 10 ან 20 წლის წინ.“

რომას 2007-08 წლების შემდეგ, როდესაც ჯალოროსიმ კოპა იტალია მოიპოვა, ტიტული არ მოუგია.

„იმედი მაქვს, რომ რომას ტიტულების მოპოვებაში დავეხმარები, რადგან სწორედ ტიტული განსაზღვრავს გუნდის წარმატებას და ტიტული აძლიერებს ქომაგების სიყვარულს გუნდის მიმართ. მე აქ ჩამოსვლის დღიდან ვიგრძენი, რომ რომას ქომაგების სიყვარული ტიტულებზე მნიშნელოვანია, ეს მათ სისხლშია და ამას ვერაფერი შეცვლის, მაგრამ ტიტული გუნდისთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ დავიწყეთ პროექტი, რომელიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. თუ ტიტული იმ პერიოდში მოვა, სანამ მე ვარ მწვრთნელი, ძალიან კარგი იქნება, თუ არადა იმედია მე კარგ საფუძველს ჩავყრი იმისთვის, რომ გუნდმა მომავალში წარმატებებს მიაღწიოს.“