Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ ფელიქსს ახალ ბუცებს შევპირდი“

რომას თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ჯენოასთან მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის გუნდის ახალგაზრდა ფორვარდს ფელიქს აფენა-გიანს, რომელმაც ჯენოას კარში 2 გოლი გაიტანა და გუნდს 3 ქულა მოუპოვა, ახალ ბუცებს შეჰპირდა.

„მე ფელიქსს მოედანზე გასვლამდე შევპირდი, რომ თუ ის გოლს გაიტანდა, მე მას ახალ ბუცებს ვუყიდდი, რომელიც საკმაოდ ძვირი – 800 ევრო ღირს. სწორედ ამიტომ მოირბინა მან გოლის შემდეგ ჩემთან და მითხრა, რომ პირობა არ დამვიწყებოდა. ხვალ პიველ რიგში მე მას სურვილს შევუსრულებ.

„რომას პრიმავერას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ფელიქსი ჩვენთან ერთად დარჩება და პირველ გუნდთან ივარჯიშებს.

„ყველაზე მეტად მე მისმა ცივსისხლიანობამ გამაკვირვა. ფელიქსს ტექნიკის მხრივ მოსამატებელი აქვს, მაგრამ ერთი რამ ნათელია, მენტალობის მხრივ მას არანაირი პრობლემა არ აქვს.

„დღეს ახალგაზრდებს ჰგონიათ, რომ მათ ყველაფერი იციან, თუმცა ფელიქსი ასე არ არის, ის რჩევებს მთელი ყურადღებით ისმენს და მათ ითვალისწინებს, რაც ძალიან სასიამოვნო სანახავია.

„უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, როგორც მოსალოდნელი იყო რთული შეხვედრა გამოვიდა. ჩვენ საკადრო პრობლემები გვქონდა, მაგრამ მოედანზე მაინც ვდომინიდრებდით და გამარჯვება დავიმსახურეთ.

„მე ვიცოდი, რომ ასეთ მატჩში ფელიქსის ინტენსიობა და ენერგიულობა დამატებით მუხტს მოგვცემდა, ამიტომ მისი ჩართვა გადავწყვიტე და გაამართლა კიდეც.

„რატომ არ ჩავრთე თამაშში ძანიოლო ? ჯენოა დაცვაში იყო ჩამჯდარი და სივრცეებს ფაქტობრივად არ ტოვებდა, ამიტომ მისთვის ასეთ შეხვედრაში ჩართვა რთული იქნებოდა. ნიკოლოს შეეძლო, რომ ამის გამო გაბრაზებულიყო, თუმცა მან გუნდთან ერთად გოლები მთელი გულით იზეიმა და ეს იმის მანიშნებელია, რომ ის გუნდური მოთამაშეა. ძანიოლოს თამაშის საშუალება აუცილებლად მიეცემა.

„შევჩენკო ? მე ჩემს გამო ბედნიერი ვარ, თუმცა შევას გამო ვწუხვარ, თუმცა ერთ დღეს ყველაფერი შეიცვლება და ის იქნება ბედნიერი, მე კი დამწუხრებული.“