Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ ფეხბურთი მსოფლიოს აერთიანებს, ერიქსენის გამო ვტიროდი…“

რომას თავკაცის ჟოზე მოურინიოს თქმით, კრისტიან ერიქსენის ცუდად გახდომის შემდეგ ის ცრელმებს ვერ იკავებდა და ლოცულობდა, რომ დანიელი ფეხბურთელი კარგად გამხდარიყო.

კრისტიან ერიქსენს და მოურინიოს ერთად რამდენიმე თვე მუშაობა ტოტენჰემში მოუწიათ.

„მე კვლავ იმაზე ვფიქრობ, თუ რა მოხდა გუშინ, დღეს მთელმა საფეხბურთო სამყარომ უნდა იზეიმოს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა.

„კრისტიანის სიცოცხლე ფეხბურთზე ბევრად მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ამ მომენტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეს სპორტი მსოფლიოს აერთიანებს.

„მე მომეწონა სოლიდარობა, ოჯახური ატმოსფერო, რომლის წევრიჩ ფეხბურთის თითოეული მოყვარული იყო.

„მე ვტიროდი და ვლოცულობდი, როგორც სხვა მილიონობით ადამიანი მთელი მსოფლიოს გარშემო. გუშინ ფეხბურთმა ხალხი სამწუხარო მიზეზის გამო გააერთიანა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ყველამ მისი გადარჩენა ვიზეიმეთ.“