Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ ჩემი ბიჭებით ვამაყობ“

რომას თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ბოლონიასთან მატჩზე ისაუბრა, რომელშიც ჯალოროსი 0-1 დამარცხდა.

„ჩვენ მომდევნო ტურისთვის თერთმეტეულის შეკვრაც გაგვიჭირდება და რაღაცეების გამოგონება მოგვიწევს, რადგან ამდენი ტრავმირებულის და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელის ფონზე არის პოზიციები, რომელზეც ჯანმრთელი ფეხბურთელი აღარ გვყავს.

„მინდა მიჰაილოვიჩს და ბოლონიას მივულოცო, მათ კარგი მატჩი ჩაატარეს და 3 ქულა მოიპოვეს, თუმცა ასევე მინდა ჩემს ბიჭებს მადლობა ვუთხრა, რადგან მოედნის თითოეულ მონაკვეთში ბოლომდე იბრძოდნენ.

„დღევანდელი თამაშის გამო მე ჩემი ბიჭებით ვამაყობ, ჩვენ ქულის გადარჩენას ყველანაირად ვცდილობდით, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ.

„ძანიოლო ? მას სერია ა-ში თამაში უჭირს…“