Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ ჩვენ ვალდებულები ვართ, 3 ქულა მოვიპოვოთ“

ჟოზე მოურინიომ ემპოლისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„რომაულ დერბიში მარცხის შემდეგ ჩვენ ხასიათი უნდა გამოვისწოროთ და ვალდებულები ვართ, რომ დღეს 3 ქულა მოვიპოვოთ.

„წინ სანაკრებო პაუზა გველოდება და ამ პერიოდის კარგ ხასიათზე შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მეტოქის დაუფასებლობა და მოდუნება არ შეიძლება და ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება უნდა იყოს.

„დარბოე ძირითადში ? ის ძალიან კარგი მოთამაშეა, რომელცი განვითარებისთვის ბევრს მუშაობს. ჩვენ შემადგენლობაში იმდენი გამოცდილი ფეხბურთელი არ გვყავს, როგორც ჩვენს მეტოქეებს, ამიტომ დარბოეს და კალაფიორის მსგავს ფეხბურთელებს შანსი უნდა მივცეთ.“