Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ ჩვენ ყველა მატჩის მოგებას შევეცდებით…“

რომას თავკაცმა ჟოზე მოურინიომ სალერნიტანასთან მატჩის წინ, რომელიც კვირას 22:45 საათზე გაიმართება, პრეს-კონფერენცია გამართა.

ჯალოროსიმ მოურინიოს თავკაცობით ზედიზედ 3 მატჩი მოიგო, თუმცა ხვალ 5-მცველიანი სქემის წინააღმდეგ სხვა ტაქტიკით თამაშს გეგამვენ.

„ისინი განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ. მათ მწვრთნელს დიდი გამოცდილება აქვთ, რომელსაც ფეხბურთი ძალიან კარგად ესმის, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ჩვენც სხვაგვარად ვითამაშოთ.

„ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ 5-მცველიან სქემასთან მოგვიწევს გამკლავება. ჩვენ ნებისმიერ მატჩში მაქსიმალური მოტივაციით გავდივართ, იქნება ეს გრანდი, თუ ახლად დაწინაურებული გუნდი.

„ისინი თავს კარგად იცავენ, ბურთის უკან ბევრ ფეხბურთელს ტოვებენ, ამიტომ ჩვენ სივრცეების პოვნა გაგვიჭირდება.

„რონალდუს იუვენტუსიდან წასვლა ? თუ იუვენტუსი, რონალდუ და მანჩესტერი ბედნიერები არიან, მაშინ ეს გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკურია.

„რონალდუს ზედმეტი ქება არ სჭირდება, მან 20 წლის განმავლობაში ისტორია დაწერა, მეტი საუბარი მის შესახებ საჭირო არ არის.

„შეიცვალა თუ არა ფავორიტები სკუდეტოსთვის ბრძოლაში კრიშთიანუს წასვლის შემდეგ ? ეს კითხვა სიმონე ინძაგის უნდა დაუსვათ.

„ბორხა მაიორალი ? მე მისი შენარჩუნება მსურს, მხოლოდ 2 ფორვარდი სეზონში საკმარისი არ არის, რადგან ზოგჯერ ჩვენ ორივე მოედანზე გვჭირდება და შემცვლელები აღარ გვყავს.

„ბორხა ძალიან ხარისხიანი ფეხბურთელია, ამიტომ მისი დაკარგვა არ მსურს.

„პედროს სიტიში ტრანსფერი ? მას თამაში სურდა და ფეხბურთელის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მან ახალ გუნდად ჩვენი პირდაპირი მეტოქეები აირჩია.“