მოურინიო:“ ცუდი პირველი ტაიმი, დიბალამ თამაში შეცვალა…“
რომას მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჰელსინკის დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ პირველ ტაიმში ძალიან პასიურები ვიყავით და ვთამაშობდით ისე, თითქოს მოედანზე ორივე გუნდი 11 ფეხბურთელით ყოფილიყო.
„მეტოქე გუნდის მწვრთნელისა და ფეხბურთელების გამო ძალიან ვწუხვარ, მე ასეთ სიტუაციაში ვყოფილვარ, მაგრამ VAR-მა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„მეორე ტაიმში ჩვენ უკეთესები ვიყავით. მოედანზე დიბალას გამოჩენამ თამაში სრულიად შეცვალა, მან პირველი გოლი გაიტანა, რამაც შემდგომში საქმე საგრძნობლად გაგვიმარტივა.
„ბელოტი ? ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში ფეხბურთელები ეფექტურად თამაშს ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობენ, დღეს მე გალოსგან რამდენჯერმე ქუსლით თამაში დავინახე, რაც საჭირო არ იყო. მე მისგან არა ეფექტურ თამაშს, არამედ გოლებს ველოდები, იქნება ეს მუხლით, თავით, ფეხით, უკანალით, ამას მნიშვნელობა არ აქვს.“