Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ ძანიოლოს და აბრაჰამს დრო უნდა მივცეთ“

რომას თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ზორიასთან მატჩსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„გუნდისგან ძალიან კარგი სიგნალი იყო ის, რომ ამ მატჩს მაქსიმალური მოტივაციით შეხვდნენ და გამარჯვებისთვის ბოლომდე დაიხარჯნენ.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ და 6-7 გოლის გატანა შეგვეძლო. ზორია უმაღლესი დონის გუნდი არ არის, მაგრამ მათ აგრესიული და ხარისხიანი შემადგენლობა ჰყავთ. დღეს ჩვენ კარგი ინდივიდუალური მომენტები ვიხილეთ და შედეგით ბედნიერები ვართ.

„ძანიოლო ? ის ვენეციასთან სკამზე დარჩა იმიტომ, რომ გარკვეული პრობლემები ჰქონდა და იმ კვირას არ უვარჯიშია, მეორედ კი ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ იმ სქემას იმ მომენტში ფელიქსის მახასიათებლები უფრო სჭირდებოდა.

„ნიკოლომ ზორიასთან შესანიშნავად ითამაშა და თავისი ხარისხი კიდევ ერთხელ დაგვანახა. მე მისგან მარტო თამაშების მოგებას არ ველოდები, მე მსურს, რომ ის გუნდის ნაწილი იყოს და მისი შესანიშნავი მახასიათებლები გუნდის წარმატებისთვის გამოიყენოს ისე, როგორც ეს ამ შეხვედრაში გააკეთა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ემოციური შრამი, რომელიც მას ამ საშინელი ტრავმების შემდეგ დარჩა, მან მოირჩინოს. იუვენტუსთან ის შესანიშნავად თამაშობდა, თუმცა მუხლში პატარა დისკომფორტის შემდეგ შეშინდა, ეს ყველაფერი სრულიად ნორმალურია ფეხბურთელისთვის, რომელმაც ამდენი გადაიტანა.

„მინდა რომში მომუშავე ჟურნალისტებს ვთხოვო, რომ ტყუილების მოგონებას თავი დაანებონ და ნუ გამოიგონებენ პრობლემებს იქ, სადაც ის არ არსებობს. ვიცი, რომ ტყუილების გაყიდვა მარტივია, მაგრამ ჩვენ ნიკოლოს დრო და სივრცე უნდა მივცეთ, რომ თავისი პოტენციალი გამოიყენოს.

„აბრაჰამი ? ის ჩვენთან სრულიად განსხვავებული სტილის ჩემპიონატიდან გადმოვიდა, თამაშობდა გუნდში, რომელიც ყოველთვის დომინირებდა და იქ ფორვარდების ამოცანა მხოლოდ გოლების გატანა იყო. იტალიაში ფორვარდებს გუნდზე თამაშიც მოეთხოვებად, პრესინგი მცველებზე და ზოგჯერ დაცვაში ტამაშიც.

„ამ ყველაფერთან შეჩვევა დროს საჭიროებს, მაგრამ ტამი ამ ყველაფერს ძალიან სწრაფად ითვისებს და ითვისებს და ბედნიერი ვარ, რომ ტამი და სხვა ბიჭები ჩემს გუნდში არიან.“