Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ ძანიოლოს შესაძლო გაყიდვა ? ეს გუნდის დირექტორებს უნდა ჰკითხოთ, ბელოტი ?…“

რომას თავკაცმა ჟოზე მოურინიომ კრემონეზესთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ზედიზედ ცხრაჯერ სრულად გაყიდული ოლიმპიკო ? ეს შესანიშნავია, ქომაგების მხარდაჭერა ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია და მათი ხილვა სტადიონზე ჩვენ მოტივაციას კიდევ უფრო გვმატებს.

„ხვალ ჩვენ რთული დაპირისპირება გველოდება, რადგან მართალია სერია ა-ში ახალხანს დაწინაურდა, მაგრამ მათ ორგანიზებული გუნდი და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავთ, ამიტომ სასურველი შედეგის მისაღწევად ბოლომდე დახარჯვა მოგვიწევს.

„მსოფლიო ჩემპიონატის შუა სეზონში ჩატარების გამო, ჩვენ მომდევნო კვირეებში თამაში ფაქტობრივად ყოველ 2-3 დღეში ერთხელ გვიწევს, რაც ვფიქრობ, რომ კარგი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენ ვერაფერს შევცვლით და უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი რთული გრაფიკის მიუხედავად, მატჩებისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ.

„იუვენტუსთან მატჩის შემდეგ, ჩვენ მონცას წინააღმდეგ თამაში 2 დღის შემდეგ მოგვიწევს, მადლობა ამ კარგი საჩუქრისთვის.

„ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სერია ა-ს გუნდები საგრძნობლად გაძლიერდა, ამიტომ გამარჯვება კიდევ უფრო რთულია და ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ბოლომდე დახარჯვა გიწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბიციური მიზნების დასახვა წარმოუდგენელი ხდება.

„ბელოტი ? მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, თუ მას მართლაც ისე უნდა რომაში თამაში, როგორც მედიაში იწერება, მე ე ს ძალიან მომწონს.

„დარჩება თუ არა ძანიოლო ? ეს დირექტორებს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ თუ მე მკითხავთ, ნიკოლოს გუნდში დარჩენა ძალიან გამიხარდებოდა, რადგან ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს და სწორი მოტივაციით არის როგორც მატჩებზე, ასევე ვარჯიშებზე.“