Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოურინიო:“ VAR-ის და მსაჯის გადაწყვეტილებები ხშირად არ მესმის“

მილანთან მატჩის შემდეგ, რომას თავკაცმა ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა.

„დღეს რომას თამაში ძალიან არ მომეწონა. გუნდი ყოველთვის თამაშში რჩებოდა, თუმცა ტექნიკურ ასპექტში ძალიან მოვიკოჭლებდით, ხშირად ბურთს მარტივ სიტუაციებში ვკარგავდით და მომენტებს ვერ ვიყენებდით. გუნდს ხასიათი დღესაც ეტყობოდა, მაგრამ ხასიათი საკმარისი არ არის და ჩვენ ხარისხიც გვჭირდება.

„მსაჯები ? სიმართლე რომ გითხრათ,  მსაჯების და VAR-ის გადაწყვეტილებების გაგება ძალიან მიჭირს. მე რომაში უკვე 6-7 თვეა ვარ და ამას ვეჩვევი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პრობლემაა, რომელსაც კი არ უნდა მივეჩვიოთ, არამედ უდნა ვებრძოლოთ და გამოვასწოროთ. ჩვენ 2 ძალიან საეჭვო 11-მეტრიანი დაგვიდეს, თუმცა მსგავს ეპიზოდში ძანიოლოს წაქცევის შემდეგ მსაჯმა ეპიზოდი გაატარა. ამ მომენტზე მე მსაჯისგან ახსნას დიდი სიამოვნებით მოვითხოვდი.“