Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოჯიმ აგენტების პრობლემასა და იუვეს წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრა

ბოლო პერიოდში აგენტებისა და მათი მაღალი საკომისიოების შესახებ პრეტენზია არაერთმა გუნდის წარმოამდგენელმა დააფიქსირა, თუმცა იუვენტუსსი ყოფილი დირექტორის ლუჩიანო მოჯის აზრით, დღევანდელი სიტუაცია არა აგენტების, არამედ გუნდების ბრალია.

„დღევანდელ ფეხბურთში ორი ყველაზე ძლიერი აგენტია: მენდეში და რაიოლა, ასევე არიან აგენტები, რომლებიც კონკრეტულ გუნდებს ახალი ფეხბურთელების პოვნაში ეხმარებიან.

„აგენტები გუნდებისთვის არა პრობლემა, არამედ პრობლემების გადაჭრაა, თუმცა თავად გუნდების წარმოამდგენლებმა არ იციან, თუ როგორ გამოიყენონ ისინი.

„მე რაიოლასთან ერთად უძლიერესი გუნდი შევქმენი. მისი დახმარებით, იუვენტუსმა ნედვედი, ემერსონი და იბრაჰიმოვიჩი გაიფორმა, ამ ყველაფრის სანაცვლოდ კი იუვენტუსმა მას მხოლოდ 1 მილიონი გადაუხადა.

„მიმდინარე გამოძიება იუვენტუსის წინააღმდეგ ? დეტალები არ ვიცი, ამიტომ საუბარო გამიჭირდება, მაგრამ რთული წარმოსადგენია, რომ გუნდი, რომლის აქციები თავისუფალ გაყიდვაშია და მისი ფინანსების ნახვა ყველას შეუძლია, რაიმე სახით მანიპულირებდეს.

„ჩემი იუვენტუსში ყოფნის დროს, ჩვენს წინააღმდეგ გამოძიება 5 მილიონის გამო დაიწყეს, რომლითაც ჩვენ ფიორენტინადან მორეტი ვიყიდეთ, რადგან ფლორენციელები ბანკროტის საფრთხის წინაშე იდგნენ. მაშინ იმავეს რომა, მილანი, ინტერი და სხვა გუნდებიც აკეთებდნენ, მაგრამ არა 5, არამედ 200 და მეტი მილიონით, თუმცა გამოძიებამ ის საქმეები რამენიმე თვეში დახურა, ჩვენს შემთხვევაში კი ყველაფერი 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.“