Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოჯიმ იუვენტუსის სატრანსფერო საქმიანობაზე ისაუბრა

იუვენტუსის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ ბიანკონერის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

„იკარდი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში ერთ-ერთი სახელია, თუმცა ის პრიორიტეტი არ არის. იანვარში იუვენტუსი ჯერ ფეხბურთელების გაყიდვას გეგმავს და გუნდის გაძლიერებას წასული მოთამაშეების მიხედვით გეგმავს.

„მე კონკრეტულ სახელებს არ ვიტყვი, მაგრამ იუვენტუსს მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

„კავანი ? ის არ არის იმ ტიპის ფეხბურთელი, რომელსაც იუვე ეძებს. მე მხოლოდ ერთ მინიშნებას მოგცემთ, თუ იუვეს ის ტრანსფერი გამოუვა, რაც გუნდს სურს, ბიანკონერის ქომაგებმა მინო რაიოლას ძეგლი უნდა დაუდგან, მე აქ გავჩერდები.“