Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოჯიმ ლოკატელის და ბენტანკურის შესახებ ისაუბრა

იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ როდრიგო ბენტანკურის და მანუელ ლოკატელის შესახებ პოზიცია დააფიქსირა.

„იმსახურებს თუ არა ბენტანკური იუვენტუსში დარჩენას ? ვფიქრობ, რომ დიახ. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

„ლოკატელი ? ის დღევანდელი იუვენტუსის ნახევარმცველებს ერთი თავით აღემატება. მას კარგი მოედნის ხედვა, მაღალი საფეხბურთ ინტელექტი და შესანიშნავი ტექნიკა აქვს, ამიტომ ტურინელები მისი ტრანსფერით სწორ ნაბიჯს გადადგამენ.“