Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოჯი:“ ალეგრი იუვეს დიდ დახმარებას გაუწევს“

იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ FootballNews24-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ალეგრის დაბრუნება იუვენტუსს კარგად წარადგება. მაქსი იუვენტუსს კარგად იცნობს და იცის, თუ რას ელოდებიან ქომაგები და გუნდის მფლობელები მისგან. მართალია იუვენტუსი ჯერჯერობით სატრანსფერო ფანჯარაზე არ აქტიურობს, მაგრამ ბიანკონერის ახლაც ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს და იმის გათვალისწინებით, რომ ინტერს საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს, იუვენტუსს ტიტულისთვის ბრძოლის კარგი შანსი აქვს.

„ლოკატელი ? ის ძალიან ახალგაზრდაა და განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს, მაგრამ მან თავისი კლასი ევროპის ჩემპიონატზე ყველას დაანახა. ეჭვგარეშეა, რომ ის იუვენტუსისთვის ძალიან კარგი დამატება იქნება.“