Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოჯი:“ არივაბენე იუვენტუსის დიდი ქომაგია“

იუვენტუსიდან 2018 წელს ბეპე მაროტას წასვლის შემდეგ, გუნდის გენერალური დირექტორის პოსტი ვაკანტურია და დიდი ალბათობით მას უახლოეს პერიოდში ბიანკონერის დირექტორთა საბჭოს და ფერარის ყოფილი გენერალური დირექტორი მაურიციო არივაბენე დაიკავებს.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ლუჩიანო მოჯიმ გააკეთა.

„მაურიციოს უკვე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია, რომელსაც ეკონომიკურ საკითხებში აზრი მოეკითხება. ის იუვენტუსის დიდი ქომაგია და ფერარიში ყოფნის დროსაც კი ის არც ერთ მატჩს არ ტოვებდა.

„ვფიქობ, რომ ბიანკონერისთვის ის ზედგამოჭრილი ვარიანტია. მას ყველაფრის გათვლის კარგი უნარი აქვს, რაც იუვენტუსს ძალიან გამოადგება.“

გათიშვა