Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოჯი:“ დარწმუნებული ვარ, რომ იუვენტუსი სეზონს მოწინავე პოზიციებზე დაასრულებს“

იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ ბიანკონერის პრობლემებზე ისაუბრა.

„სალერნიტანასთან მატჩი ? თუ მსაჯის შეცდომას დავივიწყებთ, ფაქტი, რომ იუვენტუსი სალერნიტანასთან სახლში 2-0 მარცხდებოდა, ეს მათზე საუკეთესოდ არ მეტყველებს.

„იუვენტუსი ძალიან მარტივად გასაშიფრი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელსაც არანაირი იდეა არ ჰქონდა.

„მე გარკვეული კითხვები მაქვს ალეგრის არჩევანთანაც. არ ვიცი, რატომ დატოვა მან მილიკი სკამზე და რატომ დააყენა კინი.

„ბენფიკასთან მატჩი ? იუვენტუსი ვალდებულია, რომ ეს შეხვედრა მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სიტუაცია ძალიან გაურთულდებათ.

„იუვენტუსის მაქსიუმი ? დარწმუნებული ვარ, რომ იუვენტუსი სერია ა-ს მოწინავე პოზიციებზე დაასრულებს. როგორც კი გუნდს პოგბა, დი მარია და კიეზა დაუბრუნდებიან, ტურინელებს შესანიშნავი გუნდი ეყოლებათ. უნდა გამოვყო პარედესიც, რომელიც შესანიშნავი შენაძენია.“