Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოჯი:“ დღევანდელი სიტუაცია კალჩოპოლის ძალიან მაგონებს“

იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ, რომელიც კალჩოპოლის სკანდალის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო, იუვენტუსის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ კომენტარი გააკეთა.

„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს ახალი კალჩოპოლის დასაწყისია, ან ისინი ცდილობებ, რომ ეს გააკეთონ. მე არ ვიცი, რა მეთოდებს გამოიყენებენ ამჯერად, მაგრამ მე ვიცი ის ხერხები, რომელთა საშუალებითაც მათ იუვენტუსის ჩაძირვა სურთ, როგორც ეს 2006 წელს მოხდა.

„როგორც მაშინ, ახლაც გამოძიებაში უამრავი გუნდი ფიგურირებს, მაგრამ რატომღაც ყველა იუვენტუსის შესახებ საუბრობს, რატომ ? არ ვიცი. რატომღაც იუვენტუსი იტალიაში ყველას სძულს.“