Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოჯი:“ იბრაჰიმოვიჩი კალჩოპოლისთან დაკავშირებით მართალია…“

იუვენტუსის სპორტული დირექტორი ლუჩიანო მოჯი ზლატან იბრაჰიმოვიჩს კალჩოპოლისთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარზე დაეთანხმა (იხილეთ აქ).

„ზლატანი აბსოლუტურად მართალია. ის ფეხბურთში უამრავი სხვა ადამიანისგან განსხვავებით სერიოზული ადამიანია, რომელმაც იცის, რომ ის სკუდეტოები, რომლებიც ჩვენ უსამართლოდ ჩამოგვართვეს, მოედანზე მოვიპოვეთ და საწინააღმდეგოს დამტკიცება ვერავინ მოახერხა.

„იუვენტუსს სკუდეტოები ჩამოართვეს იმ ადამიანებმა, რომლებიც მათ წინააღმდეგ იბრძოდნენ, ვისაც თავისი საქმის კეთება კარგად შეეძლო. იგივე ხდება დღესაც, კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით, რადგან იუვენტუსის გარდა საქმეში სხვა გუნდებიც ფიგურირებენ, მაგრამ ყველაზე დიდი ასოებით მაინც ჩვენი გუნდი იწერება.“