Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოჯი:“ იტალიაში იუვენტუსზე თავდასხმა ნაციონალური სპორტი გახდა“

იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ იუენტუსის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„იუვენტუსზე თავდასხმა იტალიაში ნაციონალური სპორტი ხდება. მე ჯერჯერობით რაიმე ნაადრევი დასკვნის გაკეთება არ მინდა, პირველ რიგში მსურს სანდო წყაროებისგან მოვისმინო, თუ რა საკითხზეა გამოძიება დაწყებული და რას ედავებიან გუნდს. მე ისე ვერ მოვიქცევი, როგორც 2006 წელს მე მომექცნენ, როდესაც სრულიად არასანდო წყაროების ინფორმაციებზე დაყრდნობით მე სრულიად უადგილო ბრალდებები წამიყენეს, თუმცა ერთი რამ ფაქტია, რომ ვიღაცა იუვენტუსის იმიჯის შელახვას ყველა ხერხით ცდილობს და ჯერჯერობით არაფერი გამოსდის.“