Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოჯი:“ იტალიის 3 – 0 გამარჯვებას არავინ ელოდა“

იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ თურქეთთან იტალიის ნაკრების მატჩზე ისაუბრა.

„თურქეთთან მატჩში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად კარგი სამუშაო გასწია მანჩინიმ ნაკრებში მისვლის შემდეგ. 2018 წლის ფიასკოს შემდეგ, აძურის თავდაჯერებულობა აშკარად დაკარგული ჰქონდა, თუმცა მანჩინიმ გუნდს საკუთარ თავში რწმენა დაუბრუნა.

„იტალია ლამაზ, თანამედროვე და რაც მთავარია შედეგიან ფეხბურთს თამაშობს. გახსნით მატჩში 3 – 0 გამარჯვებას ალბათ არავინ ელოდა, მაგრამ შედეგზე მნიშვნელოვანი აძურის თამაშის, ბრძლის სურვილის და კლასის ნახვა იყო.

„ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნაკრებს ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს და ჩვენ განვითარების კიდევ უფრო დიდი პოტენციალი გვაქვს.“