Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოჯი:“ იუვენტუსი ოთხეულში შევა, მილანი ევროპა ლიგაზე ითამაშებს“

Radio Marte-სთან ინტერვიუში იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა ? ვფიქრობ, რომ ნაპოლი ვერონას მარტივად მოუგებს და ჩემპიონთა ლიგაზე გავა, ამიტომ ბოლო საგზური მილანსა და იუვენტუსს შორის გათამაშდება.

„ჩემი აზრით, გუნდების სიძლიერის და შემადგენლობის გათვალისწინებით, იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე გავა, მილანი კი ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს. მილანს საკმაოდ კარგი სეზონი აქვს, თუმც ბოლო მატჩებში და განსაკუთრებულად კალიარის წინააღმდეგ მათ საჭირო ხარისხის, აგრესიის და მოტივაციის გამოვლენა ვერ მოახერხეს.

„პირლო ? ის იუვენტუსში 23-წლამდელთა მწვრთნელის რანგში მივიდა და ძირითადი გუნდის ჩაბარება მოუწია. ვფიქრობ, რომ იუვეს ცუდი სეზონი მხოლოდ მისი ბრალი არ არის. ვფიქრობ, რომ ეს იუვენტუსი სრულყოფილი გუნდი არ არის და შესაბამისად არც მისი გაწვრთნაა მარტივი.

„იუვეს შემადგენლობაში ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ მას შევსება სჭირდება, განსაკუთრებით ნახევარდაცვის ხაზში. ინტერთან მატჩში დავინახეთ, რომ ბიანკონერის დიდი პოტენციალი აქვს და ამ ხასიათით და მონდომებით ბენევენტოსთან და კროტონესთან რომ ეთამაშათ, ახლა მათ მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის საგზური გარანტირებული ექნებოდათ.

„ნუ დაგავიწყდებათ, რომ იუვენტუსი უკვე 9 წელია იმარჯვებს და მოტივაციის შენარჩუნება ამდენი ხნის შემდეგ მარტივი არ არის.“