Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოჯი:“ იუვენტუსი სკუდეტოსთვის ვერ იბრძოლებს“

იუვენტუსის ყოფილი დირექტორის ლუჩიანო მოჯის აზრით, იუვენტუსი ზაფხულში საგრძნობლად დასუსტდა და ბიანკონერი ტიტულისთვის ვერ იბრძოლებს.

„ისეთი ლიდერის დაკარგვა, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა, გუნდში სერიოზულ სიცარიელეს ტოვებს, რომლის ამოვსებაც სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში შეუძლებელია.

„სანამ მე ვიერის გავყიდდი, მე ინძაგი უკვე გაფორმებული მყავდა, ინძაგის წასვლისას კი ჩვენ გუნდში ნედვედი გვყავდა.

„წელს ჩვენ დასუსტებულ იუვენტუსს ვიხილავთ, რომელიც იმედია მომდევნო ზაფხულს საგრძნობლად გაძლიერდება, მაგრამ არ მგონია, რომ ამ სეზონში ტურინელებმა სკუდეტოსთვის იბრძოლონ.“